
თარგმნა დამოწმებით
დღეს, როდესაც სახელმწიფოებს შორის საზღვრები ნელ-ნელა ქრება და კულტურები ერთმანეთს ერწყმება, თარგმნა დამოწმებით წარმოადგენს იმ აუცილებელ ხიდს, რომელიც აკავშირებს ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებას. ის მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის ლიტერატურას, ბიზნესს, დიპლომატიას და ტექნოლოგიებს, როგორც ძირითად კომუნიკაციის წყაროს საერთაშორისო დონეზე და ეხმარება ენობრივი ბარიერების დაძლევაში. მაგრამ მისი როლი აღემატება მხოლოდ სიტყვების შეცვლას; ის აძლიერებს კულტურულ გაცვლას და ხელს უწყობს გლობალური წინსვლებს.
თარგმანი დღევანდელ სამყაროში ასრულებს ერთგვარი ხიდის როლს, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავცვალოთ იდეები, ინფორმაციები, გამოცდილებები და ა.შ. რაც უფრო მეტად ხდება ჩვენი სამყარო ურთიერთდაკავშირებული, თარგმანის როლი, კიდევ უფრო კრიტიკულია. ის აძლიერეს ჩვენს კოლექტიურ სწრაფვას ცოდნის, მშვიდობისა და ერებს შორის მეგობრობისკენ.
ყველაზე მოთხოვნადი თარგმანი
თარგმანი კეთდება ყველანაირი ტექსტის, მნიშვნელობა არ აქვს მის სირთულეს და სხვა მახასიათებლებს, მაგრამ გამოკვეთილია რამდენიმე ყველაზე მაღალი მომართვიანობით გამორჩეული მიმართულება
-სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა
-ბიზნეს ხელშეკრულებების თარგმნა
-ვებ-გვერდების თარგმნა
-სამეცნიერო ნაშრომების თარგმნა
-ფინანსური ფაილების თარგმნა
-იურიდიული დოკუმენტების თარგმნა
-წიგნის თარგმნა
რას გულისხმობს ნოტარიული დამოწმება?
ნოტარიული დამოწმება არის პროცესი, რომელიც ამოწმებს დოკუმენტების სინამდვილეს და იურიდიულ სისწორეს. ამ პროცესში ნოტარიუსი ადასტურებს დოკუმენტზე ხელმოწერას და ხელს მოაწერილი პირების იდენტობას. ნოტარიზაციის პროცედურა ასევე ითვალისწინებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს.
რაც შეეხება, თარგმანის ნოტარიულად დამოწმებას, ეს გულისხმობს ნოტარიუსის ჩართულობას თარგმანის და თარჯიმანის იდენტობის დამოწმების პროცესში. ამ შემთხვევაში, ნოტარიუსს ევალება გადაამოწმებს შეესაბამება თუ არა თარგმანი ზუსტად ორიგინალ დოკუმენტს და არის თუ არა თარჯიმანი სერთიფიცირებული.
თარგმანა დამოწმებით უპირატესობები

დამოწმებული თარგმანის უპირატესობები
სანდოობა და სიზუსტე: ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი თავისთავად გულისხმობს, რომ დოკუმენტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალ ვერსიას და გამართულია იურიდიულადაც.
იურიდიული სტატუსი: ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს აქვს მეტი წონა, ვიდრე უბრალოდ თუნდაც უმაღლეს დონეზე ნათარგმნ დოკუმენტს. დამოწმებული თარგმანი გამოიყენება როგორც სასამართლო პროცესებზე, ასევე საიმიგირაციო პროცედურებში და ა.შ.
მინიმუმამდე დაყვანილი თაღლითობის რისკი: ნოტარიუსი იღებს პასუხისმგებლობას, რომ თარჯიმანი ნამდვილად პროფესიონალია და ნათარგმნი კი ნამდვილად სწორად შესრულებული. ნოტარიუსი აგრეთვე ადასტურებს რომ ხელმომწერი თარჯიმანი ნამდვილად შეესაბამება იმ პირს, ვინც ეს თარგმანი შეასრულა.
როგორ განისაზღვრება ტარიფი როდესაც კეთდება თარგმნა ნოტარიული დამოწმებით?
ტარიფი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა
-ორიგინალი და მიზნობრივი დოკუმენტების ენა
-ტექსტის მოცულობა
-ტექსტის ლექსიკა
-სამუშაოს შესრულების ვადები
-დამოწმებით თუ დამოწმების გარეშე
დეტალური ინფორმაციის და ტარიფის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.