
ნოტარიუსი
ნოტარიუსი არის პროფესიონალი, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშნულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იგი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობითა და ნოტარიული აქტებით დადგენილ ფარგლებში. საქართველოში ნოტარიუსი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს.
„ნოტარიუსი“ ლათინური სიტყვიდან „notae“ მომდინარეობს და „ნიშნებს“ ან „წარწერებს“ ნიშნავს. ძველ რომში იურიდიული დოკუმენტების გადამწერი პირები სპეციალური ნიშნებით სარგებლობდნენ, რომლებსაც „notae“ ეწოდებოდა.
რას აკეთებს ნოტარიუსი?
ნოტარიუსის ძირითადი მოვალეობა არის ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერისა და ხელმომწერთა იდენტიფიკაცია. ისინი აწარმოებენ სანოტარო ჟურნალებს და ამზადებენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტებს, მათ შორის, კონტრაქტებს, მინდობილობებსა და სესხის ხელშეკრულებებს. მათი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს ხელმოწერის პროცესში თაღლითობის ან იძულების შემთხვევების გამოვლენას და ოფიციალური პროცედურების სწორად შესრულების ზედამხედველობას.
ნოტარიუსი პასუხისმგებელია იმაზე, რომ დოკუმენტაცია იყოს სანდო და/ან მაგალითად ტრანზაქციის განხორციელებისას ოფიციალურად დამოწმდეს და დადასტურდეს მისი ნამდვილობა..იმისათვის, რომ დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმდეს, ის უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ვალდებულებას და ასევე აუცილებელია რომ ავთენტურად იყოს ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.
როგორც წესი, დოკუმენტის ხელმოწერამდე, ნოტარიუსი ითხოვს პირადობის მოწმობის იდენტიფიკაციას ყველა მონაწილე პირისგან. ნოტარიუსს აქვს უფლებამოსილება არ დაამოწმოს დოკუმენტი, თუკი გარკვეული მდგომაროებიდან გამომდინარე, იგი არ იქნება დარწმუნებული მხარეთა ვინაობასთან ან თაღლითობის შემთხვევასთან დაკავშირებით. თუკი ყველაფერი წესრიგშია, დოკუმენტი მოწმდება ნოტარიუსის ბეჭდითა და ხელმოწერით.
ნოტარიუსის მოვალეობები
-დოკუმენტებზე ხელმოწერების ავთენტურობის შემოწმება და აღრიცხვა
-ხელმომწერების ნორმალური გონებრივი მდგომარეობის დადასტურება
-თაღლითობის ან იძულების შემთხვევების იდენტიფიცირება
-დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურაზე დასწრება
-სანოტარო მოწმობის შევსება ყველა დოკუმენტზე
-სანოტარო ჟურნალის წარმოება
-ფიცის დადება
ნოტარიუსისთვის აუცილებელი უნარები
დეტალებზე ორიენტირებული: ნოტარიუსმა უნდა აჩვენოს დეტალებისადმი ორიენტირებულობა. ამით დასტუდება რომ მას შეუძლია ზუსტად გადაამოწმოს პიროვნების ვინაობა, მოწმეთა ხელმოწერები და უშეცდომოდ შეავსოს სანოტარო მოწმობები.
ეფექტური კომუნიკაცია: ეფექტური კომუნიკაცია აუცილებელია. რომ ნოტარიუსს შეეძლოს ნოტარიულად დამოწმების პროცესისა და სამართლებრივი მოთხოვნების ახსნისა და მათი გაგების უზრუნველსაყოფად.
დროის მენეჯმენტი: ნოტარიუსს უნდა შეეძლოს დროის ეფექტური მართვა, რომ მოახერხოს ნოტარიზაციის პროცესის დასრულება დათქმულ ვადებში.
პატიოსნება და საქმისადმი ერთგულება: ნოტარიუსს უნდა შეეძლოს დაიცვას ეთიკური სტანდარტები და მომხმარებლის კონფიდენციალურობა.
მოთხოვნები ნოტარიუსის პოზიციაზე
-პირი უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული, საქართველოს რეზიდენტი და არ უნდა იყოს ნასამართლევი, რომ შეძლოს გახდეს სერთიფიცირებული ნოტარიუსი
-სამუშაო გამოცდილება ნოტარიუსის ან ნოტარიუსთან დაკავშირებულ მსგავს პოზიციაზე
-შესაბამისი ტრენინგის ან/და ნოტარიუსის მოწმობის სერთიფიკატები
ნოტარიუსის როლი

გავრცელებული მითები ნოტარიუსების შესახებ
როგორც ყველა სპეციალობის მიმართ, ასევე ნოტარიუსებთან და სანოტარო პროცესთან დაკავშირებითაც არსებობს გავრცელებული მითები. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მითი
მითი 1: ნოტარიუსი საჭიროა მხოლოდ რთული იურიდიული დოკუმენტების დასამოწმებლად.
რეალურად: ნოტარიუსის დამოწმება სჭირდება მრავალი სახის დოკუმენტაციას, მათ შორის, მაგრამ არამარტო: ანდერძს, ქონებრივ აქტებს, მინდობილობას, კონტრაქტებს, ხელშეკრულებებს, და ა.შ.
მითი 2: ნოტარიუსს შეუძლია გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია
რეალურად: ნოტარიუსს არ აქვს იურიდიული კონსულტაციის გაწევის ლიცენზია.
მითი 3: ნოტარიული დამოწმება მხოლოდ საქმიან/ბიზნესის დოკუმენტაციას სჭირდება.
რეალობა: ნოტარიული დამოწმება შესაძლოა საჭირო იყოს უძრავი ქონების დაგეგმვისას, უძრავი ქონების გარიგებების და სხვა პირადი მიზნებისთვის.
მითი 4: ნოტარიუსი იგივეა, რაც იურისტი.
რეალობა: ნოტარიუსი და იურისტი ორი განსხვავებული პროფესიაა.მათ აკისრიათ განსხვავებული პასუხისმგებლობები და მოვალეობები.
ნოტარიუსის მნიშვნელობა სხვადასხვა ინდუსტრიებში
ნოტარიუსს გადამწყვეტი როლი აქვს სხვადასხვა ინდუსტრიაში, რადგან ის წარმოადგენს მიუკერძოებელ დამმოწმებელს დოკუმენტების ავთენტურობის დასადასტურებლად და გაყალბების თავიდან ასარიდებლად.
მთავრობა: ნოტარიზაციის პროცესს გადის ისეთი ოფიციალური დოკუმენტები, როგორიცაა პასპორტები, ვიზები და მთავრობის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტაციების ხელმოწერები.
უძრავი ქონება: ნოტარიუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უძრავი ქონების ინდუსტრიაში, რადგან ის ამოწმებს ქონების აქტებს, იპოთეკას და მასთან დაკავშირებული ხელმოწერების ავთენტურობას.
ფინანსები: ფინანსებში ნოტარიუსები ამოწმებეენ სესხის ხელშეკრულებებს, იპოთეკას და სხვადასხვა ფინანსურ ხელშეკრულებებს, თუ ამ ხელშეკრულებების ხელმომწერებს.
სამართალი: ნოტარიზაციის პროცესი აუცილებელია იურიდიულ ინდუსტრიაში, რათა ნოტარიუსები დაესწრონ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების ხელმოწერა, როგორიცაა ანდერძი, მინდობილობა და ა.შ.
თარგმნა: როდესაც სრულდება მნიშვნელოვანი დოკუმენტაციების თარგმნა,ეს იქნება ხელშეკრულებები, კალკულაციები, სამედიცინო ცნობები თუ ა.შ., ნოტარიუსი აუცილებელია რომ დამოწმდეს თარგმანის ორიგინალ დოკუმენტთან შესაბამისობა.
ნოტარიუსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თითოეულ ზემოხსენებულ ინდუსტრიაში, უზრუნველყოფენ დოკუმენტების ავთენტურობას და ლეგიტიმურობას, რაც ხელს უწყობს თაღლითობის პრევენციას და ამასთან ერთად უზრუნველყოფს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისობას.