
ნოტარიული თარგმნა
ნოტარიული თარგმანი გულისხმობს სერთიფიცირებულ თარგმანს, რომელსაც მეტი სანდოობისთვის ნოტარიუსი ამოწმებს. ნოტარიული თარგმნა აუცილებელია ისეთ შემთხვევებში, როდესაც დოკუმენტაცია წარსადგენია ოფიციალურ უწყებებში, მაგალითად სამთავრობო ორგანიზაციებში, სამინისტროებში, საელჩოებში, საგანმანათლებლო დაწესებულებში და ა.შ. ნოტარიულად ნათარგმნი დოკუმენტაცია მეტი სანდოობით სარგებლობს და ოფიციალური უწყებებიც მეტად დარწმუნებულნი არიან რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ნამდვილად წარმოადგენს ორიგინალის იდენტურ დოკუმეტნს.
რას გულისხმობს ნოტარიზაცია?
ნოტარიზაცია არის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეების უფლებების დაცვას, ამოწმებს დოკუმენტის ავთენტურობას, ხელმომწერების პირადობის მოწმობებთან შესაბამისობას და ყველანაირი თაღლითობის გამორიცხვას. პროცედურა, რომელსაც ნოტარიუსი ახორციელებს, მოიცავს შემოწმებას, სერტიფიცირებას და აღრიცხვას.
რას გულისხმობს თარგმანის ნოტარიულად დამოწმება?
პირველ რიგში, კეთდება დოკუმენტის თარგმანი. ორიგინალი და სამიზნე ენების, აგრეთვე ტექსტის თემატიკის მიხედვით შეირჩევა თარჯიმანი და ასრულებს თარგმნას.
შემდგომ, იგი წარმოადგენს სერტიფიკატს მისი პროფესიონალიზმის და სპეციფიკაციის დასამოწმებლად.
საბოლოოდ კი, ნოტარიუსი ადასტურებს მთარგმელის ვინაობას და პირადობის დამადასტურებელ ბარათს, აგრეთვე მის სერტიფიკატს, ბეჭედს და ხელმოწერას. ნოტარიუსი ამოწმებს და არტყავს თავის ბეჭედს.
ნოტარიული თარგმნა – გამოყენება

რომელ დარგებში გამოიყენება ნოტარიული თარგმნა?
იურიდიული: ნოტარიული თარგმნა ძალიან ხშირად გამოიყენება იურიდიული პროცედურების დროს. მაგალითად, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში აქვს სასამართლო პროცესი ან პირიქით, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უცხოეთის სასამართლოში სჭირდება დოკუმენტაციის წარდგენა. ეს შეიძლება იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, სხვადასხვა ჩანაწერები, ჯანმრთელობის ცნობები და ა.შ.
იმიგრაცია: საიმიგრაციო პროცესებში ნოტარიული თარგმნის წილი დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქე უცხო ქვეყანაში ცდილობს ვიზის მიღებას, სამუშაო სტატუსის დამტკიცებას, აპლიკაციის შევსებას და ა.შ. მას აუცილებლად დასჭირდება ისეთი დოკუმენტების წარდგენა, როგორიცაა დაბადების მოწმობა, ცნობა სამსახურიდან, ხელფასის ამონაწერი, ქონების ამონაწერი და ა.შ. უცხო ენაზე. საკონსულოში მხოლოდ ნათარგმნი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. მათთვის აუცილებელია რომ დოკუმენტი იყოს სერთიფიცირებული და ნოტარიულად დამოწმებული, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ თაღლითობის შემთხვევები.
განათლება: როდესაც მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, უცხოურ ტრენინგებში თუ კონფერენციებში, ჩააბაროს საზღვარგარეთ უნივერსიტეტში და ა.შ. მის დოკუმენტაციას სჭირება ნოტარიული თარგმანი ან ინგლისურ ან იმ ქვეყნის ენაზე, რომელში გამგზავრებაც აქვს გადაწყვეტილი. უცხოური საგანამანთლებლო დაწესებულებები აგრეთვე ითხოვიან ნათარგმნის ნოტარიზაციას, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია მხედველობაში მიიღონ. ნოტარიული თარგმანი დასჭირდება ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა სკოლის ატესტატი, უნივერსიტეტის დიპლომი, ნიშნების ფურცელი, დახასიათება, სამოტივაციო წერილები, პასპორტი და ა.შ.
ეს ის ძირითადი მიმართულებებია, სადაც ყველაზე ხშირად გამოიყენება ნოტარიული თარგმანი. თუმცა მას ასევე დიდი გამოყენება აქვს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ბიზნესი, კომერცია, მარკეტინგი, ჯანდაცვა და ა.შ.