
მინდობილობის გაკეთება
მინდობილობა არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ერთი პირი (რწმუნებული) მეორე პირის (მარწმუნებლის) სახელით და ხარჯით მოქმედებს და ასრულებს მის მიერ დავალებულ ქმედებებს. რწმუნებულს შეიძლება მიეცეს სრული ან ნაწილობრივი უფლებამოსილება, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები მარწმუნებლის ქონების, ფინანსების, ინვესტიციების ან სამედიცინო სერვისების შესახებ.
რა სახის მინდობილობები არსებობს?
არსებობს 3 სახის მინდობილობა: ზოგადი, მუდმივი და გრძელვადიანი.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან რამდენიმე მათგანი. თუმცა, თუ გსურთ მინდობილობის დადება იმ შემთხვევაში, როცა გონებრივი შესაძლებლობები დაკარგეთ, მაშინ მხოლოდ გრძელვადიანი მინდობილობა იქნება თქვენთვის აქტუალური.
მინდობილობის ორი მთავარი ტიპი:
ჯანდაცვის მინდობილობა
ჯანდაცვის მინდობილობა რწმუნებულს საშუალებას აძლევს მიიღოს მარწმუნებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ეს მინდობილობა აქტიურდება, როდესაც მარწმუნებელს აღარ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
ფინანსური მინდობილობა
ფინანსური მინდობილობა აძლევს რწმუნებულს უფლებას მართოს მარწმუნებლის ფინანსური საქმეები, მაგალითად, ჩეკების ხელმოწერა, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა და ანგარიშების მართვა. რწმუნებელი უნდა წარმოადგენდეს მარწმუნებლის სურვილების გამხორციელებელს.
მინდობილობა დისტანციურად
საქართველოში მინდობილობის დისტანციურად გაკეთება შესაძლებელია და საკმაოდ მარტივი პროცედურაა.
მინდობილობის დისტანციურად გასაკეთებლად და ნოტარიულად დასამოწმებლად საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. ნოტარიზაცია ხდება ხდება სკაიპის საშუალებით საქართველოში მოქმედი ნოტარიუსის მიერ.
მინდობილობის ნოტარიზაციის პროცესს უნდა დაესწროს ორი პირი: ერთი – ხელს მოაწერს სანოტარო აქტს მარწმუნებლის ნაცვლად, მაგრამ ის არ უნდა იყოს სანოტარო აქტის მონაწილე ან ოჯახის წევრი, მეორე კი – მოწმე, რომელიც არ უნდა იყოს მარწმუნებლის ოჯახის წევრი ან ნათესავი
მინდობილობა ონლაინ

შეუძლია თუ არა რწმუნებულს, იმოქმედოს თავისი ინტერესებით და სურვილებით?
არა. რწმუნებული ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველაზე უკეთ ემსახურება იმ პირის ინტერესებს, რომელსაც წარმოადგენს. რწმუნებული მოქმედების მარწმუნებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ვინ შეიძლება გახდეს რწმუნებული?
მინდობილობისთვის შეგიძლიათ დაასახელოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ენდობით. ის აუცილებელია რომ იყოს სანდო და ქმედუნარიანი, მაგალითად, მეუღლე, ოჯახის წევრი, მეგობარი ან ადვოკატიც კი.
მითები მინდობილობის შესახებ
მითი 1
მინდობილობა მოქმედია გარდაცვალების შემდეგაც
რეალურად
მინდობილობა მოქმედებს მხოლოდ თქვენი სიცოცხლის განმავლობაში. ადამიანის გარდაცვალებისთანავე უქმდება მინდობილობაც.
მითი 2
თქვენი მინდობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ანდერძის შესაცვლელად
რეალურად
მიუხედავად იმისა, რომ მინდობილობა რწმუნებულს ანიჭებს უფლებას მიიღოს ფინანსური და საქმიანი გადაწყვეტილებები თქვენ ნაცვლად, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ანდერძი ან შეიტანოთ ცვლილებები მასში.
მითი 3
მე არ მჭირდება მინდობილობა, რადგან ვარ ახალგაზრდა და ჯანმრთელი
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს ან ჯანმრთელობას, მინდობილობის გაკეთება ყოველთვის კარგი იდეაა, რადგან თუ რაიმე მოულოდნელი მოხდა, გყავთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი საქმეების მართვა.