ნოტარიული დამოწმება

ნოტარიული დამოწმება, notariuli damowmeba

ნოტარიული დამოწმება

ნოტარიული დამოწმება არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების ავთენტურობას და კანონიერებას. ეს პროცესი მოიცავს ნოტარიუსის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერისა და ხელმომწერები პირების ვინაობის დასტურს. ნოტარიუსი უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა გააცნობიერონ დოკუმენტის შინაარსი და დაადასტურონ იგი ნებაყოფლობით.

ნოტარიზაციის პროცესი, რომელიც თაღლითობის თავიდან აცილებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი გახდა იმ სამართლებრივი და ფინანსური გარიგებებისათვის, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება იდგეს დღის წესრიგში ხელმოწერის ლეგიტიმურობა. მაგალითად, ეს აუცილებელია უძრავი ქონების ხელშეკრულებების ან სხვა იურიდიულ დოკუმენტების ხელმოწერისას.

ნოტარიულად დამოწმების პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც პირადად, ისე ციფრულად. ციფრული ნოტარიულობა მოიცავს ელექტრონული ხელმოწერის დამოწმებას, რაც დღეს კიდევ უფრო პოპულარული ხდება.

ეს პროცესი არა მხოლოდ იურიდიულ ძალას ანიჭებს დოკუმენტებს, არამედ უზრუნველყოფს კანონიერ გარიგებებს და მხარეებს შორის ურთიერთობების დაცვას.

დისტანციური ნოტარიზაციის ტიპები

დისტანციურად ნოტარიულად დამოწმების ორი ძირითადი ფორმა არსებობს

1. მელნით ხელმოწერილი დოკუმენტაციის დისტანციურად დამოწმება (RIN)
ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ტრადიციული ნოტარიული პროცედურის გაციფრულება. RIN პროცესი მოიცავს ვიდეო და აუდიო ჩეთს, სადაც ნოტარიუსი თვალყურს ადევნებს იმ პროცესს, როცა მხარეები დოკუმენტს ხელს აწერენ სველი მელნით. ამის შემდეგ, ნოტარიუსს ეგზავნება ფიზიკური დოკუმენტი, ადასტურებს თითოეული ხელმოწერის ავთენტურობას თავისი ოფიციალური ბეჭდით და შემდეგ დოკუმენტი კვლავ იგზავნება მხარეებთან. დისტანციური ნოტარიზაციის ეს ფორმა სრულად ციფრული არ არის, რადგან მაინც მოიწევს ფიზიკურ დოკუმენტს.

2.დისტანციური ნოტარიული დამოწმება (RON)
ეს პროცესი წარმოადგენს სრულად ციფრულ და დისტანციურ ფორმატს, სადაც ნოტარიუსი და მხარეები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან სრულად ვირტუალურად. RON იყენებს თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიებს, პირადობის დასადასტურებელ და სხვა ციფრულ სისტემებს, რათა უზრუნველყოს სრული დისტანციური ნოტარიული დამოწმება. პროცესის ყველა ნაბიჯი – პირადობის დადასტურება, ხელმოწერის პროცესზე დაკვირვება და ნოტარიუსის ბეჭდის დარტყმა – ხდება რეალურ დროში და ციფრულ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, მოქნილ და უსაფრთხო პროცესს.

როდესაც ტრადიციული ნოტარიული პროცესი ფიზიკურ დოკუმენტებსა და ხელმოწერებს ითვალისწინებს, RON და RIN ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ დისტანციური, მოქნილი და უსაფრთხო სისტემების დანერგვასა და გამოყენებას, რაც მომხარებელს საშუალებას აძლევს ნოტარიზაციის პროცესი გააკეთოს კომფორტულად მისთვის სასურველ დროს და ადგილას.

ნოტარიულად დამოწმება

notariuli damowmeba, ნოტარიული დამოწმება

RON დისტანციური ნოტარიული დამოწმება წარმოადგენს უფრო მოქნილ და უსაფრთხო სისტემას, რაც მოსახერხებელს ხდის ნოტარიზაციის პროცესს.

უპირატესობები:

მოხერხებულობა და მარტივი წვდომა: RON-ით, მხარეებს და ნოტარიუსს აღარ სჭირდებათ ერთ ლოკაციაზე შეკრება, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ხელმოწერა და დამოწმება. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული მიზეზებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება, ცხოვრობენ მოშორებულ ადგილას ან მუშაობენ არასტანდარტული გრაფიკით.

მინიმალური თაღლითობა: RON იყენებს პირადობის სავერიფიკაციო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ID-ის ვიზუალური, ფიზიკური და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოება და ცოდნაზე დაფუძნებული ავთენტიფიკაცია (KBA), რაც ხელს უწყობს თაღლითობის რისკის მინიმუმამდე შემცირებას.

უსაფრთხოება და აღსრულება: RON პროცესში გამოიყენება ციფრული ბეჭედი და უსაფრთხოების დამატებითი მახასიათებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ დოკუმენტი ავთენტური და უცვლელი იყოს.

Scroll to Top